ბაკურ ავსაჯანიშვილი: მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრები მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაჯამა. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ.
მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრები მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა.
ამ პერიოდში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები, გუნდთან ერთად შემოვიარეთ. პრაქტიკულად ყოველ დღე ვხვდებოდით ადგილობრივ მოსახლეობას, ვსაუბრობდით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და განვითარების გზებზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ეტაპობრივად უმჯობესდება ტურისტული, საგანმანათლებლო, წყალმომარაგების, საგზაო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა.
გარწმუნებთ, კარგად მაქვს გააზრებული ის საჭიროებები, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს.
ყაზბეგის განვითარება, თითოეული სოფლისა თუ ოჯახის კეთილდღეობა და აქტუალური პრობლემების გადაჭრა ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომელიც ერთობას და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას მოითხოვს.
ყაზბეგის რაიონის განვითარების გეგმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით და მის შესახებ პრიორიტეტების გათვალისწინებით, ერთობლივად ვიმსჯელეთ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
1 განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა
2. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პოლიტიკა
3. ეკონომიკური პოლიტიკა
4. ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამები
5. სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვის პოლიტიკა
6. მართვა და თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა
7. ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
8. ანგარიშვალდებულება
მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში, ხევი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება!
მზად ვარ, ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ახლა უკვე როგორც მერმა, ისე მოვახმარო ჩემს ხალხს.
2 ოქტომბერს, ხევის უკეთესი მომავლისთვის ერთად გადავდგათ წარმატების პირველი ნაბიჯი!
მოდი არჩევნებზე და გავიმარჯვოთ!“,- განაცხადა
ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

ცნობისთვის
ბაკურ ავსაჯანიშვილი დაიბადა 1978 წლის პირველ იანვარ , ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში. დაამთავრა სოფელ არშის საჯარო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი.
2001 წლიდან დასაქმებულია საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე.
2012-2020 წლებში წარმოადგენდა სამმართველოს უფროსს -შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში ხოლო
2020 წლიდან შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულია სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
ყავს მეუღლე და 2 შვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები