დავით ბახტაძე: 2 ოქრომბერს მხარს ვუჭერთ, სტაბილურობას, პროგრესს და ძლიერ სამტრედიას

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე მოსახლეობასთან ისაუბრეს. დასკვნითი შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
,,მჯერა 2 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მხარს დავუჭერთ სტაბილურობას, პროგრესს და ძლიერ სამტრედიას. ,,ქართული ოცნების” გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ, განვითარებულ სამტრედიას,“ -ახცადებს დავით ბახტაძე.
პარტიის პიარსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა უბანში და ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები