გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება. რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა.

შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები