ზაურ დარგალი: “ნაცმოძრაობის” წევრმა ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს სცემა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს როშან ისკანდაროვს სცემეს.
მისივე თქმით, ისკანდაროვს ფიზიკური შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ქველაძემ მიაყენა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მორიგი პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სოფელ სადახლოში სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით არ დაეწერა სკოლის კედელზე წარწერა – „მიშა ჩამოდი, ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ჩვენს კანდიდატს დაზიანებები აქვს მიყენებული გულმკერდისა და სახის არეში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
განსხვავებული ვერსია აქვთ თავად ,,ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების” წევრები, მათ თავად დაესხნენ თავს.