ახალციხის საბავშვო ბაღებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ესტუმრნენ

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი კოლეგებთან და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის №1 საბავშვო ბაღს ესტუმრა.

მან საპილოტე პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღს საგანმანათლებლო რესურსები და ინტერაქციული ავეჯი გადასცა. ასევე, ბილინგვური პროექტის ფარგლებში შერჩეულ პამაჯისა და საძელის საბავშვო ბაღებს მეთოდური რესურსები გადაეცათ.

საბავშვო ბაღში საგანათლებლო რესურსების გადაცემას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი დაესწრნენ.

პროექტი 20 საპილოტე ბაღში მსგავსი რესურსების შეტანას, აღმზრდელპედაგოგების ტრენინგებსა და მათ პრაქტიკაში მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მიზნად ისახავს ადრეული ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში. იგი განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები