თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება
თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილას, დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება, რომელიც ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება.
იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,სამშენებლო კომპანია #1″ ახორციელებს, რომლის ღირებულება 5 195 000 ლარია.
დღესვე, იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი და მხარის რწმუნებული თერჯოლაში, დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ.
ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრო.