ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მაშავერაზე გადასასვლელი ხიდი შენდება
ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდი შენდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, ბოლნისის მოსახლეობას თანამედროვე სტადარტებთან შესაბამისი ხიდით სარგებლობა ნოემბრის ბოლოდან შეეძლება.
“ამ ეტაპზე, ობიექტზე ბურჯებზე ბეტონის კოჭების დაწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ინფრასტუქტურულ პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია სოფელ მუშევანთან მისასვლელ ხიდსაც ჩაუტარდა”, – აღნიშნავენ მერიაში.