დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო.
სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას. პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. სამუშაოების შედეგად, სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება – დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის დასრულება 2022 წლის ზაფუხლშია დაგეგმილი. მის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია გამოიყო.