ლაგოდეხში ჩოლოყაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში, ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

მათი ცნობით, 915 მ. მონაკვეთზე გზა მოასფალტდება, მოეწყობა ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელი ეზოებში შესასვლელები.

“საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი მოიხაზება, მოეწყობა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 747 358 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები