ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში მეოთხე ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს
სოფელ ჭიაურში, მეოთხე ქუჩაზე, 1 200 გრძივი მეტრის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტრტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი პირველად დაიგო. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ახლად დაგებულ გზაზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები მოეწყობა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 213 582.7 ლარს შეადგენს.