მამუკა წოწერია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, საკრებულოს პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და მომავალი 4 წლის განმავლობაში დასახულ გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრა.
,,სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გავმართეთ, ადამიანებთან რომელთაც აქვთ ღვაწლი ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ – კეთილსინდისიერად, ერთგულებით ემსახურებიან ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. გარკვეული შეჯამება რეზიუმირება გავაკეთეთ თვითმმართველობის პერიოდში განხორციელებული პროექტების, შევაჯამეთ წინასაარჩევნო კამპანია და შევაფასეთ მისი შედეგები, ასევე ვისაუბრეთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასახულ გეგმებზე და იმ ხედვებზე, რომლითაც მოვდივართ”-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
მისი თქმით, აუდიტორიისგან იგრძნობოდა დადებითი კეთილგანწყობა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2 ოქტომბერი ,, ქართული ოცნების” მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდება.
შეხვედრაზე წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა, საკრებულოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ირაკლი გოგოხიამ. როგორც მან აღნიშნა, ზუგდიდელებისგან ძალიან დიდი მუხტი, სითბო და სიყვარული იგრძნობა, რაც გამარჯვების საფუძველია.
,,ჩვენ ფაქტიურად დავასრულეთ წინასაარჩევნო კამპანია გავედით ფინიშის ზოლზე, შევხვდით ზუგდიდელებს, ყველა სფეროს წარმომადგენლებს, ძალიან დიდი მუხტი მოდის, ძალიან დიდი სითბო და დიდი სიყვარული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ღირსეულად გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგ მსახურებას, ეს იქნება საკრებულოში თუ მერიაში. ყველა ზუგდიდელს მოვემსახურებით და თავს არ დავზოგავთ, რომ ეს მუნიციპალიტეტი გახდეს ბევრად უკეთესი და წარმატებული”-განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართული შეხვედრა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.