ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინე და კოვიდსასტუმროები დააჯილდოვა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინე და კოვიდ სასტუმროები დააჯილდოვა – ამის შესახებ ინფორმაციას მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრო.
ცნობისთვის, მთელი ქყვეყნის მასშტაბით პროექტში იყო 250-მდე სასტუმრო, ხოლო, დასაქმდა 5000-მდე ადამიანი სასტუმროებსა და სატრანსპორტო კომპანიებში. პროექტის ფარგლებში კი მომსახურება გაეწია 180,000-მდე ადამიანს.