ომარ ტაკიძე შუახეველებთან შეხვედრებს განაგრძნობს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შუახევის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა შუახევში, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
როგორც ტაკიძემ აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველა იმ რესურსის გამოყენება, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტს სწრაფი ტემპით განავითარებს.
“მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ტურისტული პოტენციალი, უნდა გაძლიერდეს ყველა გლეხი და ფერმერი, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული და კომფორტული გარემო.
მერობის კანდიდატმა ისაუბრა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელოვბაზე და აღნიშნა, რომ მათი თანადგომა ხვალინდელი დღის უკეთესი საწინდარია”, – განაცხადა ომარ ტაკიძემ.