სოფელ მატანის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის.

ამჯერად, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და დასახლების უმეტეს ნაწილში ათწლეულებია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივების ნაწილი საუბნო ონკანებით სარგებლობს, ნაწილს კი წყალი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდა 3 სათავენაგებობა, რეზერვუარი. გამრიცხველიანდებამოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს. მდინარე კურტანაძეულისკალაპოტში მოეწყო დრენაჟი და ნაპირდამცავიგაბიონი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება იმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, 4 500-ზე მეტი ადგილობრივი უწყვეტიწყალმომარაგებით ისრგებლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები