ლევან ანდრიაშვილი თელაველ ახალგაზრდებს შეხვდა

პარტია ,,ქართული ოცნების,, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებთან და პარტიული სიის პირველ ნომრებთან ერთად აქტიურ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს „თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიის” დოკუმენტში განსაზღვრული პრიორიტეტების განხილვა, რეკომენდაციების მიღება და მის შესრულებასთან დაკავშირებით კანდიდატების სამომავლო ხედვების გაცნობა წარმოადგენდა.

ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტების განხილვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს.

“ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების, სპორტული სივრცეების, რეკრეციული ზონების მოწყობის, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდობა და მათი აქტიური ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაა”, – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

შეხვედრა “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის” (NCCE) თელავის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები