დავით შერაზადიშვილი: ჩვენი ვალია გვახსოვდეს ამ ადამიანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშილმა საქართველოს პარლამენტის წევრ, გოგი მეშველიანთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს პატივი მივაგეთ ბოლნისელ ჯარისკაცებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ქვეყნის მთლიანობისთვის. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ამ ადამიანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე .“ განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ომში მონაწილეობას 281 მეომარი იღებდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.