გოგი მეშველიანი: განსაკუთრებით რთული და ემოციებით სავსეა ეს თარიღი ჩემთვის

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა  „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის  კანდიდატ, დავით შერაზადიშვითან ერთად , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი ბოლნისში  გვირგვინით შეამკდა მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ტრაგიკული დღეა. განსაკუთრებით  რთული და ემოციებით სავსეეს თარიღი ჩემთვის. უთანასწორო ბრძოლაში  დავკარგე არაერთი  მეგობარი და თანამებრძოლი.

ჩვენი ვალია,  მუდამ გვახსოვდეს  და პატივი მივაგოთ  ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს და ყოველდღე ვიღვაწოთ იმისათვის, რომ მათი ოცნება, ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ ქვეყანაში, ავასრულოთ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები