საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს გორში პატივი მიაგეს
აფხაზეთის ომის დასრულების 28-ე წლისთავთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების მუზეუმთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გლოვის დღესათან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშებიც.
„ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს! ეს ქართველების და აფხაზების საერთო ტრაგედიაა. ვალდებულებულები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“ – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.