ხაშურში უკანონო ნადირობა აღკვეთეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს.

ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამნეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტში 1 ერთეული ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს და დალუქეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები