კახეთში გახარიას პარტიის წევრი ქურდობისთვის დააკავეს

კახეთში,  პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსოდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატურად იპარავდა.

პაპაშვილი ქურდობის დროს დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია  სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პაპაშვილი პარტიის “გახარია საქართველოსთვის” სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიის 22-ე ნომერია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები