ლანჩხუთში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა იმნაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრნენ.
შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.