“ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” – ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გაიმართა
„ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ – სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გაიმართა.
ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით მოეწყო და მას ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაესწრო.
მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზ და-ძმებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში თანაცხოვრება გარდაუვალი პროცესია.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.