ავთანდილ თალაკვაძე: ჩვენი პროგრამა და 8-პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში დვაბზუს და ბახვის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენი პროგრამა და 8-პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის, რომელიც მორგებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე – სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება – გზების მოწესრიგება; სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების ხელშეწყობა; ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. სხვა ამოცანებთან ერთად, ეს პრიორიტეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ერთად გავიმარჯვებთ ოზურგეთისთვის“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები