სტიქია ხობში – დაზიანებულია სახლები და საკარმიდამო ნათესები
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები.
ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას” ჯგუფები. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები.
ზარალს კომისია დაითვლის.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.