თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, იმერეთი – 278, კახეთი – 220 – როგორია ეპიდვითარება რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 278, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 119, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 153, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც:
• 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 711, აჭარაში – 494, იმერეთში – 948.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 408, აჭარაში – 125, იმერეთში – 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.
• 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 – თბილისში, 260 – აჭარაში.
• 17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

➢ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.
• სულ  6 ოქტომბრიდან – 24 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 166 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები