რუსთავი – თბილისის ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი. ის ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.