სოფელ დოღლაურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

სოფელ დოღლაურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა . ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით , რომლის ღირებულებამ შეადგინა 396 600 ლარი. მთლიანობაში დაიგო 1 კმ. გზის საფარი.სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,იბოლია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები