დაზიანებული სახლები და სავარგულები – კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
კახეთში სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზარალს დილიდან ითვლის.
ასევე, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც. ზარალის დამდგენი კომისია დაზარალებულ სოფლებში მუშაობს.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ყველა დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდება.