ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივი ბიზნესმენის თემურ თელაურიძის კუთვნილი აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა.
ხანძრის შესახებ ოჯახმა დილით მეზობლებისგან შეიტყვეს, თუმცა ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო გავრცელებული, რის გამოც, მათ შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
წინასწარი ინფრომაციით, ზარალი 200 ათას ლარს აჭარბებს. თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ.