მარტყოფში ყაჩაღობის მცდელობას აფეთქება მოჰყვა – ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ
ყაჩაღობის მცდელობას სოფელ მარტყოფში აფეთქება მოჰყვა . არსებული ცნობით, დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა.
ამავე ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ფულის მოპარვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს. აფეთქებას შენობის მინების მსხვრევა მოჰყვა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.