ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა. ვერულიძეებმა სტიქიის დროს შენობიდან უსაფრთხო ადგილზე გადასვლა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვერულიძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები