ადიდებულმა მდინარემ აბაშაში ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში ​რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სახნავ-სათესი სავარგულები. დაზარალებული მოსახლეობის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაეხოცათ შინაური ფრინველი და გაუნადგურდათ მოსავლის ნაწილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის, წყლის დონე იკლებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები