საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, “ნამახვანჰესის” პროექტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. მისივე თქმით, ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის.
„ეს წინასწარი შეტყობინება, შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია საბოლოო გადაწყვეტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მედიაციის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელო. როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, შესაბამისად გაუქმდა რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის პროექტიც.