სოფელ ურაველში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ურაველში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობიდან ახალ გამანაწილებლამდე შიდა ქსელის მოწყობა. ასევე, საუბნო გამანაწილებლები მოეწყობა 16 უბანში.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 355 600 ლარით ფინანსდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.