“ოცნების“ წარმომადგენელი: ოპოზიცია ყოველდღიურად ცდილობს დაპირისპირებას – ჩვენს შტაბთან აივლიან-ჩაივლიან, უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და იფურთხებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელში მოაწყო შეხვედრა და არავინ მივიდა, ამაზე გაღიზიანებულებმა შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ შტაბს და ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დმანისის საარჩევნო შტაბის წევრმა გოგიტა ბარბაქაძემ  განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურად ცდილობენ დაპირისპირებას. შტაბთან აივლიან-ჩაივლიან, უშვერი სიტყვებით ილანძღებიან, იფურთხებიან. ზუსტად ანალოგიური ფაქტი მოხდა გუშინ. სოფელ განთიადში არის „ქართული ოცნების“ შტაბი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელში მოაწყო შეხვედრა და არავინ მივიდა. ამაზე გაღიზიანებულებმა შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ შტაბს და ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება“, – აღნიშნა გოგიტა ბარბაქაძემ.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები