გურიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა

გურიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. როგორც გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ  განაცხადა, ადგილზე შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მისივე თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ ყველა დაზარალებულისთვის შესაბამისი დახმარება იქნება აღმოჩენილი.

„ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სოფელი წყალწმინდა, სოფელი გრიგოლეთი, სოფელი გაბანათი და საცხოვრებელი სახლები და ასევე, საკარმიდამო ნაკვეთებია დატბორილი. ადგილზე იმყოფება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები და შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის დათვლის შედეგად უკვე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი მონაცემები და ყველასთვის იქნება აღმოჩენილი შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები