ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები. დაზიანდა შიდასასოფლო გზები. ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოწოლილია მეწყერი.

“დატბორილია ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები: წყალწმინდა, ტაბანათი, ღრმაღელე და გრიგოლეთი.
დილიდან შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა იმნაიშვილი ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა “- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები