სოფელ ზემო ქვალონში ძლიერი წვიმის შედეგად 10-მდე ოჯახი დაზარალდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში ძლიერი წვიმის შედეგად 10-მდე ოჯახი დაზარალდა. დატბორილია ეზოები, ბოსტნები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიც დაიტბორა.
ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამსახურები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის დონემ ამ დროისთვის საგრძნობლად იკლო.