ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.
ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დმანისში გუშინ მომხდარ დაპირისპირებიზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს თავი აარიდონ შესაძლო პროვოკაციებს.
“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფ. განთიანდში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.
ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხაარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება”,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.