ავტობანზე, იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები