ზესტაფონში “პატრიოტთა ალიანსის” ფუთი-კლდეეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი მუმლაძემ პარტია დატოვა. მუმლაძე ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “პატრიოტთა ალიანსიდან” ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის ჩახსნის განცხადებით.