სოფელ სხვილისში სარწყავი წყლის სისტემისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელ სხვილისში სარწყავი წყლის სისტემისა და სატუმბი სადგურის (ე.წ ფარეხას) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შედეგად, ე.წ. ფარეხაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად გასარწყავიანდება. სამუშაოები მთის ფონდიდან 628 800 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები