“განახლებული რეგიონის” ფაგრლებში წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში კვარაცხელიას ქ. N 7 და მაიაკოვსკის ქ. N 13 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცლებს.
“სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.