თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ ხალხთან ერთად და არა ცალკე აღებული რომელიმე მედიასთან ერთად ან რომელიმე ბელადის მოლოდინში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე კვლევის შედეგების მიმართ ოპოზიციური პარტიების უნდობლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პერსპექტივები იმდენად მძიმეა, რომ ბუნებრივია უნდობლობას გამოუცხადებენ ყველა კვლევას, რომელიც ჩატარდება და რომელიც მათ საწინააღმდეგო შედეგს აჩვენებს.
„დაველოდოთ, 2 ოქტომბერი არ არის შორს. მინდა ჩვენი მერობის კანდიდატებს მოვუწოდო მოსახლეობასთან მეტი შეხვედრებისკენ, აქტიური კომუნიკაციისკენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ხალხთან ერთად და არა ცალკე აღებული რომელიმე მედიასთან ერთად ან რომელიმე ბელადის მოლოდინში” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები