“ქართული ოცნება”: ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია ბათუმის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი ლიდერობს.

შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

„ქართული ოცნება“ 24;

„ნაციონალური მოძრაობა“ 10;

„საქართველოსთვის“ 1.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები