ვინ არიან სიღნაღის დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“?

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
ამ დრომდე, 40-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მალხაზ ბეგიაშვილს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას წარუდგინა:

1.​ქალაქი სიღნაღი-ცოტნე ბეჟაშვილი, ქალაქ სიღნაღის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია;
2.​ანაგა – ვლადიმერ სიმონიშვილი, სოფელ ანაგის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია;
3.​ვაქირი- ნანა ნანობაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი, კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა;
4.​საქობო-გიორგი სპანდერაშვილი, კერძო ბიზნესის წარმომადგენელია;
5.​ქალაქი წნორი-მიხეილ კუტიბაშვილი, ქალაქ წნორში მერის წარმომადგენელია;
6.​ბოდბისხევი-გოჩა ხოსიტაშვილი, დღემდე დაკავებულია კერძო ბიზნესით.
7.​ჯუგაანი – გიორგი ელაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოემდი წევრია, მუშაობს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილედ.
8.​ტიბაანი-მაჩხაანი – გოჩა შანშაშვილი, საკრებულოს მოქმედი წევრია, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე.
9.​ძველი ანაგა – ირაკლი ზურაშვილი, შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მენეჯერია.
10.​ნუკრიანი – ნინო ბახტურიძე, სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლის დირექტორია;
11.​ბოდბე-ზურა მინდორაშვილი, წარდგენამდე იყო მერის წარმომადგენელი სოფელ ბოდბეში.
12.​მაღარო-ილიაწმინდა-ილია ბაიდოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა.

„მინდა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო. მოსახლეობას საკუთარ სოფელში მაჟორიტარი კანდიდატები პირადად წარვუდგინე. უნდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი ღირსეული და წარმატებული ადამიანია. მჯერა, რომ მუნიციპალიტეტში მომდევნო ოთხ წელიწადში საინტერესო და მასშტაბურ სამუშაოებს განვახორციელებთ,“-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია და მოსახლეობა მუნიციპალიტრტების მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრებს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები