სერგო ხიდეშელი: განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება საკაურას ხეობის მიმართ, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გპირდებით, იმედს არ გაგიცრუებთ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად მშობლიური საკაურას ხეობის სოფლების, ხიდეშლების, მაჟიეთისა და საკაოს მოსახლეობას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარი დეპატატობის კანდიდატთან, ვლადიმერ ბერელიძესთან ერთად შეხვდა.
“განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება საკაურას ხეობის მიმართ, სადაც ბავშვობა გავატარე და გამორჩეულად მიყვარს და პატივს ვცემ თითოეულ აქ მაცხოვრებელ ადამიანს.
დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და გპირდებით, იმედს არ გაგიცრუებთ!“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშლმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები