“პარტიაში შიდა დაპირისპირებაა” – ზუგდიდში “ნაცმოძრაობა” ერთ-ერთი საარჩევნო ზონის ხელმძღვანელმა დატოვა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა წევრმა დატოვა. ზვიად ნანავა რომელიც ქალაქის მესამე საარჩევნო ზონას ხელმძღვანელობდა პარტიიდან წავიდა.

როგორც ის აცხადებს, ზუგდიდის საარჩევნო შტაბში შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც იძულებული გახდა პარტია დაეტოვებინა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო შტაბი „ოკუპირებული“ აქვს ამავე შტაბის ხელმძღვანელს, ანი წითლიძეს და მის გარემოცვას, რომელიც არ იზიარებს პარტიის ცალკეული წევრების მოსაზრებებს და ხედვებს, რის გამოც პარტია დაყოფილია კლანებად.

სწორედ, ამ მიზეზების გამო ნანავა პასუხისმგებლობას ანი წითლიძეს აკისრებს და აცხადებს, რომ წითლიძე მოქმედებს თვითნებურად და შეუთანხმებლად რაც „ენმ“-ს ყოფილი წევრისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება გუნდურობის პრინციპს და აზიანებს პარტიას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები