მარტვილში, სოფელ ტალერში ხანძარია
მარტვილის სოფელ ტალერში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროსა და ავეჯის ქარხანას უკიდია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძარო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.