ახალქალაქში გახარიას პარტია შტაბის უფროსმა დატოვა, რომელიც ასევე პროპორციული სიის მე-4 ნომერია
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია ახალქალაქში დატოვეს.
შმაგი წინწკალაძე “საქართველოსთვის” პროპორციული სიის მე-4 ნომერი იყო და ასევე იკავებდა შტაბის უფროსის პოზიციას. წინწკალაძემ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიის ნებაყოფლობით დატოვების მოთხოვნით.